“ბარსელონა” ზამთარში ცენტრალურ მცველს შეიძენს

“ბარსელონა” ზამთარში ცენტრალურ მცველს შეიძენს

12.12.2017 | 13:23

კატალონიის "ბარსელონა" დაცვის ხაზში შექმნილი საკადრო პრობლემების მოგვარებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბი "პალმეირასიდან" იერი მინას" შეიძენს, რომლის შეძენაც "ბარსელონას" ზაფულშიც სურდა. 

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, სამუელ უმტიტია ტრავმირებული. ასევე, დიდი ალბათობით კლუბს ხავიერ მასკერანო დატოვებს. სწორედ ამიტომ კატალონიელები ზამთარშივე გეგმავენ დანაკლისის შევსებას და პრიორიტეტი კოლუმბიელი ცველია, რომლის სატრანსფერო ფასიც 9 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ზურა ბაიდარაშვილი