“ბარსელონას” მესამე მცდელობა

“ბარსელონას” მესამე მცდელობა

22.07.2018 | 14:33

კატალონიის "ბარსელონა" მცდელობას არ აკლებს და "ჩელსის" ვილიანის ტრანსფერთან დაკავშირებით მესამედ მიმართა.

რამოდენიმე დღის წინ "ბლაუგრანამ" ლონდონელებს ბრაზილიელის სანაცვლოდ 53 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს. ამჯერად კი შეთავაზება 2 მილიონით გაზარდეს და პასუხის მოლოდინში არიან.

შეგახსენებთ, რომ ვილიანი "არისტოკრატებს" 2013 წელს "ანჟიდან" შეუერთდა და 236 ჩატარებულ შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა.

 

ზურა ბაიდარაშვილი