ბალოტელიმ იტალიაში დაბრუნებაზე ისაუბრა

ბალოტელიმ იტალიაში დაბრუნებაზე ისაუბრა

23.10.2017 | 15:57

"ნიცას" თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ის კლუბები დაასახელა, რომელში თამაშსაც სამომავლოდ ისურვებდა.

" "ინტერში" დაბრუნებაზე არასოდეს მიფიქრია. "მილანის" გულშემატკივარი არ ვარ და არც იქ დავრუნდებოდი. "იუვენტუსი"? ტურინელების მენტალიტეტმა შესაძლოა გამაძლიეროს, მაგრამ "იუვეში" გადასვლა "მილანამდეც" შემეძლო.

"ნაპოლისაც" სიამოვნებით დავეხმარებოდი. ნეაპოლელებს შეტევაში იდეალური ტრიო ჰყავთ და ისინი ერთმანეთს საოცრად უგებენ. ვიცი, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, სკუდეტოს სწორედ "ნაპოლი" მოიგებს", - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.