ბათუმის “დინამოს” ჩოგაძეც ტოვებს?

ბათუმის “დინამოს” ჩოგაძეც ტოვებს?

5.12.2017 | 00:20

როგორც სჩანს ბათუმის "დინამოს" ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიუილი ფეხბურთელი, თემო ჩოგაძეც დატოვებს. მან ფეისბუქ გვერდის საშუალებით ტექსტი გაავრცელა, სადაც ბათუმის "დინამოს" ემშვიდობება.

თემო ჩოგაძე: "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩვენს გვერდით იყო ამ ხნის განმავლობაში, წარმატებები "დინამოს".

თუმცა მან, ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და კონკრეტულს ვერაფერს გვეტყოდა.

წლის დასაწყისში მას ჰქონდა შემოთავაზება უცხოეთიდან, თუმცა მაშინ "საბურთალოში" დარჩენა არჩია. არ არის გამორიცხული წელს მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდეს და ჩოგაძე უცხოეთში ვიხილოთ.

თემო მხოლოდ 19 წლისაა და პოზიციით ფლანგის შემთევია. მისი კარიერა "ლოკომოტივში" დაიწყო შემდეგ "საბურთალო" და ახლა მისი კლუბი ჯერჯერობით ბათუმის "დინამოა".

ლევან ქობალია

3.75 avg. rating (78% score) - 4 votes