ახალგაზრდა “ჯვაროსნებმა” საკვალიფიკაციოზე პირველი მატჩი წააგეს

ახალგაზრდა “ჯვაროსნებმა” საკვალიფიკაციოზე პირველი მატჩი წააგეს

24.10.2018 | 18:01

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც დანიაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართად გაემგზავრა, დღეს პირველ მატჩში დანიელ თანატოლებთან დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდისთვის ყველაფერი ჩინებულად დაიწყო - მატჩის მე-3 წუთზე ქართველები თორნიკე მორჩილაძის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს.

მეორე ტაიმში მინდორზე მთლიანად დანიელები დომინირებდნენ და 58 წუთზე ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი, როცა ქართველები მთელი ძალით ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, მასპინძლებმა ამით ისარგებლეს და 3-1 გაიმარჯვეს. 

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში რუსეთი ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ხარშილაძე, ლ.კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, აზაროვი, ბენდიანიშვილი ტალახაძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი

შეცვალაძე შევიდნენ: ხვედელიძე, აბუაშვილი, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე