“ატლეტიკომ” საკლუბო რეკორდი გაიმეორა

“ატლეტიკომ” საკლუბო რეკორდი გაიმეორა

3.12.2017 | 13:31

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. 

მატჩის საწყისი ნახევარი საათი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. 29-ე წუთზე ვილიან ჟოზემ პენალტი გამოიყენა და "სოსიედადი" დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, "ათლეტები" გონს მოეგნენ და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში მოახერხეს. 63-ე წუთზე გოლი ფელიპე ლუიშმა გაიტანა. 88 წუთზე ანტუან გრიზმანმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და "ატლეტიკოს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

ამ გამარჯვებით მადრიდულმა ლუბმა ლა ლიგის ეგიდით წაუგებელი სერია 18-მდე გაზარდა და სალუბო რეკორდი გაიმეორა. მსგავსი შედეგი "ატლეტიკოს" 2-ჯერ ჰქონდა დაფიქსირებული 1940/41 და 1990/91 წლების სეზონში.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" მოპოვებული გამარჯვებით დიეგო სიმეონე გუნდმა ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მადრიდის "რეალს" კი 2 ქულით გაასწრო.

 

ზურა ბაიდარაშვილი