არგენტინას რომერო გამოაკლდა

არგენტინას რომერო გამოაკლდა

23.05.2018 | 12:03

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩეტსერ იუნაიტედის" მეკარე, სერხიო რომერო 23 კაციანი განაცხადიდან ამოვარდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ გაემგზავრება.

რომეროს მუნდიალზე ვერ გამგზავრების მიზეზი მარჯვენა მუხლზე მიღებული ტრავმა გახდა, რის გამოც ის თავის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება. 

მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ სერხიო იქნებოდა არგენტინელთა მთავარი მეკარე. ახლა კი ხორხე სამპაოლის არჩევანის გაკეთება ვილი კაბალიეროსა ("ჩელსი") და ფრანკო არნმანის ("რივერ პლეიტი") შორის მოუწევს. ტრავმირებულ რომეროს ნაცვლად კი რუსეთში "ტიგრეს" მეკარე, ნაუელ გუსმანი წავა.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 16 ივნისს, ისლანდიასთან მატჩით იწყებს. 21-ში ხორვატიას, ხოლო 26-ში ნიგერიას დაუპირისპირდება.

 

ზურა  ბაიდარაშვილი