ანჩელოტი იტალიაში ბრუნდება

ანჩელოტი იტალიაში ბრუნდება

23.05.2018 | 12:23

"მილანის", "პსჟ"-ს, "ჩელსის", მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იტალიაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის.

Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ 58 წლის სპეციალისტმა 3 საათიანი შეხვედრა გამართა "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან და 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეხანხმდნენ.

მოსალოდნელია, რომ გადამწყვეტი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ნეაპოლიტანელები მაურიციო სარის პოსტიდან დაითხოვენ და ანჩელოტის დანიშვნას გამოაცხადებენ.

 

ზურა ბაიდარაშვილი