ანატოლი ტიმოფეევი: ,,კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა”

ანატოლი ტიმოფეევი: ,,კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა”

30.12.2017 | 12:42

 

როგორც იცით ბათუმის დინამოს უკრაინელმა ლეგიონერმა, ანატოლი ტიმოფეევმა კლუბი დატოვა

ჩვენ დავუკავშირდით და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.

 

-ანატოლი  რა გახდა თქვენი მხრიდან კლუბის  დატოვებიs  გადაწყცეტილების მიზეზი ?

-კლუბთან დადებულ კონტრაქტს ვადა ამოეწურა. ახალი კონტრაქტი კი კლუბში არ შემომთავაზეს, შესაბამისად კლუბი დავტოვე. 

-უკვე იცი სად განაგრძობ კარიერას ? 

-მე მაქვს რამოდენიმე შემოთავაზება. ახალი წლის მერე კი ზუსტად მეცოდინება სად წავალ. 

-რაც შეეხება გასულ სეზონს, შედეგბიდან გამომდინარე ალბად იმედგაცრუებული ხარ, რა  შეგიძლია გვითხრა კლუბის გამოსვლის შესახებ ეროვნულ ლიგაში ?

-"დინამომ" სეზონი ძალიან ცუდი ჩაატარა. ისეთი კლუბი როგორიც ბათუმის "დინამოა", პირველ ლიგაში არ უნდა თამაშობდეს, ეს  პირველ რიგში ძალიან უხერხულია გულშემატკივრების წინაშე. 

ბოლოს, რა შეგიძლია გვითხრა ზოგადად საქართველოზე, რა შთაბეჭდილებიბით ხარ ჩვენი ქვეყნის მიმართ? 

-საქართველო  ძალიან ლამაზი ქვეყანაა და მე ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები მაქვს ამ ქვეყნის მიმართ, თუმცა გულდაწყვეტით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს სრული დათვალიერება და შესაბამისად სრულფასოვნად მისი ღირშესანიშნაობების  აღქმა ვერ მოვახერხე. 

                                                                                                                                                                                 ლევან ქობალია