ანანიძის სპარტაკი უხეირო თამაშს განაგრძობს

ანანიძის სპარტაკი უხეირო თამაშს განაგრძობს

30.10.2018 | 10:52

გუშინ, ევროპის მასშტაბით რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა იასპარეზა და წარმატებას ვერც ერთმა მათგნამ მიაღწია.

ჯანო ანანიძის სპარტაკს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდმა პირველი მატჩი გამართა და ყაზანში ადგილობრივ რუბინთან ფრეს მიაღწია (1-1). აღსანიშნავია, რომ მოსკოველები მთელი 90 წუთის მანძილზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და ის ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს. "სახალხო გუნდის" განაცხადში კვლავ არ იმყოფებოდა ჯანო ანანიძე. მოსკოვის სპარტაკი რუსეთის ჩემპიონატში 19 ქულით მე-6 ადგილზეა.

კვიპროსის პირველ დივიზიონში ბექა მიქელთაძისა და ნიკა კაჭარავას ანორთოსისი საკუთარ არენაზე ლარნაკას აეკ-თან 2-1 დამარცხდა. მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 24-ე წუთზე დაშავდა და ის ტანმაღამლა კაჭარავამ შეცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია ახალგაზრდა მიქელთაძის ტრავმა. ანორთოსისის მოუგებელი სერია გრძელდება, ქართველთა გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს