ალონსო: “რეალს” რთული გამოცდები უყვარს

ალონსო: “რეალს” რთული გამოცდები უყვარს

12.12.2017 | 12:35

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, "სამეფო კლუბისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირებაზე ისაუბრა.

" "რეალს" რთული გამოცდები უყვარს და "პსჟ" სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ძნელია დაასახელო წყვილში ფავორიტი, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წინ ორი ბრწყინვალე დაპირისპირება გველის", - ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგასენებთ, რომ 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუ" 14 თებერვალს უმასპინძლებს. განმეორებითი შეხვედრა კი პარიზში 6 მარტს გაიმართება.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote