ალეგრი: “მომავალში მესის და რონალდუს საქმეს დიბალა გადაიბარებს”

ალეგრი: “მომავალში მესის და რონალდუს საქმეს დიბალა გადაიბარებს”

10.09.2017 | 18:37

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის აზრით, როდესაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ კარიერას დაასრულებენ, პაულო დიბალა და ნეიმარი საუკეთესოები გახდებიან.

" "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ. გვინდა ჩვენი გზა გავაგრძელოთ. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 4 გუნდია, რომლებსაც ჩემპიონობა შეუძლიათ.

დიბალა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ფანტასტიკურია. მას, ნეიმართან ერთად, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, როდესაც მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ. ძალიან გამიმართლა, რომ შემადგენლობაში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავს", - განაცხადა ალეგრიმ იტალიურ პრესასთან საუბრისას.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები