ადეტოკუმბო MVP-ს მთავარი პრეტენდენტია

ადეტოკუმბო MVP-ს მთავარი პრეტენდენტია

25.10.2017 | 15:09

"მილუოკი ბაკსის" ბერძენი კალათბურთელი, იანის ადეტოკუმბო ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

საწყის ტურებში ადეტოკუმბოს შესანიშნავმა თამაშმა ბუკმეკერებს აზრი შეაცვლევინა და ახლა სწორედ მას მოისაზრებენ რეგულარული ჩემპიონატის მთავარ MVP-დ.

USA Today-ს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, ლას-ვეგასის საბუკმეკერო კანტორებმა ბერძენი კალათბურთლი მეხუთე პოზიციიდან პირველზე გადაიყვენას და ყველაზე დაბალი კოეფიციენტი მიანიჭეს.

ბუკმეკერები MVP-ს შემდეგ კანდიდატად ლებრონ ჯეიმსს მიიჩნევენ. მე-3 ადგილზე კავაი ლეონარდია. მე-4 - კევინ დურანტი. ჯეიმს ჰარდენი, რასელ ვესტბრუკი და სტეპ კარი თანაბარი კოეფიციენტით მე-5 ადგილს იყოფენ.

მიმდინარე სეზონში "მილუოკი ბაკსმა" 4-დან 3 შეხვედრა მოიგო. იანის ადეტოკუმბოს საშუალო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: 36,8 ქულა, 10,8 მოხსნა, 5,3 ასისტი და 2,3 ჩაჭრა.

 

ზურა ბაიდარაშვილი